↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "შენს ვნებას უნდა მჭიდრო ლაგამი"

ბუაჩიძე ანდრო

2001-08-121 წთ საკითხავი1478 ნახვა

—
შენს ვნებას უნდა მჭიდრო ლაგამი,რადგან ჰაერში ასვეტილ ნაძვებსლაჟვარდის ჭერიც კი ვერ აკავებსდა ქარიშხალიც კი ვეღარ აწვენს.შენ გესალტება სხეულზე სიცხედა გივიწროვებს ვიწრო სახედველს,და საკუთარი თავის წინ ირცხვენ,რადგანაც ვნება ვეღარ გახედნე.დაოკდი, მთავარის დისკო იხრებადა ყვავილივით მაღალი სხივიშენთან შემოაქვს, შენ კი გიხდებასხივის დაჭერა, ვნება რომ ღვივის.მაღლა, სულ მაღლა სართულში, სადღაც,ეთხოვებიან ვიღაც გარდაცვლილს,გარდაცვლილს შუბლზე უელავს დამღამთვარისა, მერე დრო რომ გააცლის.სძინავთ შენს მტევნებს და მკრთალ ლოყებსაცდა თავზე გადგას ძილი ჩრდილივით,და გახსნილ ტუჩებს ფრთხილად მოჰყვებადაუხარჯავი ვნების ჩივილი.

ბუაჩიძე ანდრო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი