↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

(ქორწილი ქართლში) `ყელშიაც ამომდიოდა~ ვაჟა

ბუაჩიძე ანდრო

2001-08-121 წთ საკითხავი1479 ნახვა

—
ამაღამ იქნება ცეკვები დანებით,იცეკვებს ნიჩბელი, გალელი, დმანელი.თოვაში იდგება საფლავთან ცხენები,იქნება ქორწილი, იქნება რცხვენები.ჰაერში გაბმულა ცოფები კაცური,მთვარიან სარეცელს მიელის ქალწული.იქნება ჩხუბები და დაჭრა ღვიძლების,იქნება ჩივილი: `სისხლისგან ვიცლები~.თოვლი აივსება წითელი სისხლებითდა მოვა ელამი მაგივრის მიმზღველი.ჰაერს გადაფატრავს ელვარე დანები,იჩხუბებს ნიჩბელი, გალელი, დმანელი.იქნება სმები და იქნება რწყევები _და სასაფლაოზე იდგება ცხენები.იდგება ცხენები სულ თეთრი მისდღემში,ცხენები ნისლებში, ცხენები ნისლებში...მერე უსათუოდ იქნება ქელეხი,დოქებში ეყრება ღვინო, ვით ჭერეხი...ბოლომდე გაავსებს სტაქნები სტომაქებს,სტომაქი სტაქნისგან მიიღებს მონაგებს.სტომაქებს სტაქნები, სტაქნებს სტომაქებიდა ღვინით მოთხვრილი თეთრი გორაკები...დედ-მამიშვილები, მულები, ქვისლები,ერთი-ერთმანეთის ხორცნი და სისხლები,და სასაფლაოზე სულ თეთრი მისდღემშიცხენები ნისლებში, ნისლებში, ნისლებში...

ბუაჩიძე ანდრო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი