პოეზია · ლირიკა
შენი მონატრების ლექსი
გადაიარეს ავდრებმა დაგაზაფხულის ცასათავისუფლებს ღრუბლებისგანსხივშემთბარი მზე,ყოველი სიტყვა ძვირფასია,სადაც გული სჩანს,ლექსიც სხვაგვარად ეფერებათითის ბალიშებს.
წინ აპრილია, ატმის ფურცლისვარდისფერი თმით,მთებს მიღმა უმზერს სარაბანდასქარი - ბორიო,მოგონილია ეს სიმშვიდეც,წამიღებს რიტმისამხრეთისაკენ, რომ ცეკვისასამიყოლიოს.
სახეზე არცთუ შეჩვეულისიფერმკრთალეა,მოჭარბებული დაღლილობითვართულებ დღეებს,და მიხმობს შენით დანახულისივრცე თვალების,რომლებშიც ასე ახლობელისულის სიღრმეა.
მოგონებები ძლივსშესამჩნევხაზებს ტვიფრავენ,ემსგავსებიან ერთმანეთისხელისგულები,შენ სუნთქავ ჩემი მონატრებითგაჟღენთილ ჰაერს,და მარტოობას დროებითაცვერ ეგუები.