↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლექსად (ყვირილი)"

თაბაგარი თეა

2026-07-181 წთ საკითხავი2351 ნახვა

—
როცა სიტყვებიც გემძიმება, ჩუმად ხარ მაშინ,გამონაბოლქვად ატყვია ცას აგვისტოს შიში,და სიკვდილამდე მომავალსაც უნახავ მანძილს,ისევ სამშობლოს დაისიზმრებ ქაოსურ ძილში.
და გენატრება ის, რაც ადრე სიმართლე იყო,და გხიბლავს ის, რაც წარმოუდგენელიც კი არის,არ გინდა გძულდეს, მაინც ყველა სინათლეს გილპობს,ყველა გზას გითხრის, ლაბირინთებს ხლართავს პიარი,
რეკლამა ქუჩის, ფასადების, ლამპიონების,გაშარჟებული სტრიქონები ნაგვის ურნებზე,ამ ყველაფერთან ერთად, წაგებული ომები,უპირველესად საკუთარი ამაოების
უზომო განცდა, და ისიც, რომ ვიღაც პოეტიგასცდა ყოველგვარ უკიდურეს უკეთურებას,დადგა მომენტი, გაურბოდი რასაც ყოველთვის,უყურებ, რისიც არასოდეს გსურდა ყურება.
სახტად დაგტოვეს საკუთარმა ნაბიჯებმაც კი,გაგაუცხოვეს, მიგატოვეს შუა ქალაქში,როდესაც თავისუფლებისთვის გაგიჟებაც ღირს,როცა სიტყვებიც გემძიმება, ჩუმად ხარ მაშინ.
ბოლო დროს სუნთქვის ტემპიც ისე გაიშვიათდა,გრძნობ, ობი როგორ მოსდებიათ ფილტვებს კედლებზე,თან ღამეს უთევ ლექსს, რომელიც იშვა ახლახან,და გაქვს იმედი, რომ შენს ნაცვლად ყვირილს ეს შეძლებს
თაბაგარი თეა

თაბაგარი თეა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი