↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

Sagrada Familia (ბარსელონა)

თაბაგარი თეა

2012-04-131 წთ საკითხავი1471 ნახვა

—
მე წავალ გაუდის ნახატი ქუჩებით,შენობებს შვენიან ნატიფი ნაკვთები,ვიგრძნობ, რომ შეგრძნებებს ვეღარ ვეურჩებიდა აქაც ძალიან მცირე ხნით დავრჩები.რომ ისევ გაქცევით ვუწამლო სიგიჟეს,ნატვრებს მონატრებით პირთამდე აღსავსეს...ოცნების მწვერვალთან ხოხვით რომ მივიდე,წყურვილით აზრდამშრალს ხმასაც კი არ გაგცემ.ჩავუვლი გაუდის ტალღოვან აივნებს,იქ, სადღაც, ჯერ კიდევ პირველმა ტრამვაიმფეხქვეშ მოიყოლა მხატვარი და იმ დღესმის სულში ჩაშენდა ქალაქი-ზღაპარი.მეც წავალ, არ ვიცი საით ან როდემდე,თუკი ''ოჯახური სიწმინდის ტაძარიც''ვერ შემაძლებინებს უჩინრად მოგდევდეჩემსავით ამაყს და ნისლმძიმეს მთასავით.დავკოცნი ყველა ფერს, ზურმუხტებს, ნარინჯებს,ქვადქცეულ სახეებს გავათბობ მზერებით,ზურგსუკან დავტოვებ ნატყვიარ ნაბიჯებს,სულს, ვერც რომ ველევი და ვეღარც ვერევი.და წავალ გაუდის ნახატი ქუჩებით,რელსებზე მოხუცის ლანდს თუ შევეყარე,ალბათ, მეც ტრამვაის ვერ გადავურჩები,და იმ დღეს მიხვდები შენც... როგორ მიყვარდი.
თაბაგარი თეა

თაბაგარი თეა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი