↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სული შემიბერე

თაბაგარი თეა

2026-07-181 წთ საკითხავი2354 ნახვა

—
გული დამიბუჟდა, ღმერთო,უჭერს კაპილარებს სისხლი,თუმცა არსებობას ვერ ვთმობ,მიმძიმს, უსაშველოდ მიმძიმს.
რა დროს რითმაა და სიტყვებსვეღარ მოვუყარე თავი,უნდა ემოციას მივყვე,მიწისქვეშიდან რომ ჩხავის.
ისე აირია ზეცა,უფრო დავემსგავსე შეშლილს,უკვე ნატვრად მექცა, მზეც არგამოირთვებოდეს ჩვენთვის.
რა დროს ოცნებაა, როცაფიქრსაც შეეჩვია შიში,წამებს მოგონება ხოცავს,ცრემლი თვალთახედვას მიშლის.
და ხელაპყრობილი შეგთხოვ,თრთოლვით, მდგარი ხიდზე ბეწვის,სული შემიბერე, ღმერთო,გულზე… საქართველო მეწვის.
თაბაგარი თეა

თაბაგარი თეა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი