↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბავშვობაში ნაპოვნი მაუზერი

ნიშნიანიძე შოთა

2017-06-121 წთ საკითხავი24946 ნახვა

—
ჯერ კიდევ პატარამ სარდაფში გიპოვნევეება ხის ბუდით...და შევკრთი თვითონვე
და ცხენის ფეხივით გაფშეკილსწელზე გიკიდებდით მეზობლის ბავშვები
მაუზერ–„წითლები“,ხის ბუდეს–„თეთრები“,ისიც, რა თქმა უნდა, ჩხუბით და ყვედრებით.ეგ შენი ჭიხვინი
ჟრუანტლად მივლიდადა რაღაცნაირად ამშლიდაჯერ სამოქალაქო ომების ფილმიდან,მერე მაიაკოვსკის „მარცხენა მარშიდან“,შენ რევოლუციამ შეგმართა მჯიღივით,გარგუნა მესაყვირის ბედი,იყავ დატენილი ჭიხვინითდა მტერს ულაყივით კბენდი.ის დღე მართლა იყო ქუში და უმზეო,როცა ჩაგაბარეთ მუზეუმს...................................................................იარაღსდიახაც ვაბარებთ მუზეუმს,მაგრამ რომანტიკის დაფლეთილ დროშასდაბლა ნუ დავხრით, ბიჭბო, უმწეოდიგი კვლავ ჭირდება ჩვენს მღელვარ დრო–ჟამს.
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი