↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბოშა ქალი

თაბაგარი თეა

2006-09-121 წთ საკითხავი2348 ნახვა

—
გარუჯული ბოშა სივრცეს მიაქანებს,ღიად დარჩენია გულისპირს კარები,მიდის, მიირწევა, როგორც იალქანი,ტანს ეტმასნებიან ვაჟები თვალებით.მზერებს აისხლიტავს და ბუმერანგივითუკანვე ბრუნდება ნასროლი ალები,წამით შეყოვნდება, ჰაერს გააქვავებს,შეეთამაშება ჰორიზონტს ამრეზით.ყელწამოღერებულს ცეცხლის ენასავით,სისხლისფრად ატყვია ბაგეზე ხალისი,ჯერ ისევ ნორჩია, მაგრამ სიამაყეაქალებს, ამშვენებს... თავადაც არ იცის.და ბოშა მიარღვევს წვივებით არშიებს,მიდის, მიირწევა, როგორც იალქანი,სულს ამღვრევს, ანაყრებს, ალაღებს, აშინებს,დალალებს უკოცნის ღელვით ნიავქარი.
თაბაგარი თეა

თაბაგარი თეა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი