პოეზია · ლირიკა
გაზაფხული
აკაკი წერეთელი 1840–1915
დღეს მერცხალი შემოფრინდა, -ჭიკჭიკითა გადმომძახა:“გაზაფხული! გაზაფხული!”გულს იმედი დამესახა.მივდექ სარკმელს, გადვიხედე,არემარე მესხვაფერა! -სასოებამ ფრთა გაშალა,გულსა მკრა და ამიძგერა!სუნი მეცა გაზაფხულის,უცნაური ვიგრძენ ძალი...ვსთქვი, თუ: “გულსა რაღად ვიტეხ?ახლოს არის მომავალი!“მოვესწრები, რაც მინდოდაზამთრისაგან დაჩაგრულსა:ვნახავ ქორწილს ბუნებისას,გავიგონებ მის მაყრულსა.“დავყნოს ვარდსა გადაშლილსა,ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იასდა ბულბულიც გამაგონებსმისებურად “ტია, ტიას!”
1881 წ.