↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გამზრდელი (პოემა)

აკაკი წერეთელი 1840–1915

2026-07-1812 წთ საკითხავი7502 ნახვა

—
სარჩევი 3
  1. II
  2. III
  3. IV
ნამდვილი ამბავი
ვუძღვნი ჩემს პედაგოგებს
I
მთის მწვერვალზე, ცის მახლობლად,მერცხის ბუდედ რაღაც მოსჩანს;თვალთ ისარი, შენატყორცნი,ვერ არჩევს მის სიგრძეს და განს.
ის ფაცხაა, მღვიმის პირადმოწნული და მიგრეხილი,დრო და ჟამის შესაფერად დზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი.
როდესაც მთა ბარს და ვაკესემუქრება წარღვნა-ღელვას, -ფაცხაც ღრუბელს გარს იბურავს,ეკრძალება ჭექა-ელვას.
მაგრამ, როცა დაჰქათქათებსთავზე იქვე მზე და მთვარედა ვალის წინ ფიანდაზადეფინება არემარე,
მაშინ ფაცხა უბრალობითმომხიბლავად ლამაზიადა იმასთან ყველა ტყუის,რაც-კი ციხე-დარბაზია.
გზა მიუძღვის საცალფეხო,მიხვეული, მოხვეული;მასზე გამვლელს უნდა ჰქონდესმარჯვე თვალი, მტკიცე გული;
ანუ ჰყავდეს რაში ცხენი,მთაში გაზრდილ-გამოწვრთნილი:კლდიდან კლდეზე გადამფრენი,უშიშარი და თან ფრთხილი.
ამ შორეულ ფაცხა-მღვიმესვინ ჰპატრონობს, ვისი არის?და საამო კარ-მიდამოსვინ შესტრფის და ვინ შეჰხარის?
ერთი ვინმე ახალგაზრდააფხაზია, ამ მთის შვილი,რთულ ცხოვრების უარმყოფი,მცირედითაც კმაყოფილი.
კარგი თოფი, კარგი ხმალი,კარგი ცხენი და ნაბადი!...რას ინატრებს სხვას, ამის მეტს,კაცი, მისებრ დანაბადი?
მხოლოდ ერთს კი... და ის ერთიცარის მარტო სიყვარული,რითაც მხოლოდ ქვეყნიურინეტარება არის სრული.
ბედმა ესეც არ დააკლო,განასხვავა, ვით რჩეული...სიყვარულსა, მის მონაშუქს,მიაშუქა სიყვარული:
ერთი თვეა, რაც რომ ცოლადმიიყვანა ვინც უყვარდა,ვისაც გულში ცასქვეშეთიშეუწონა, შეუფერდა...
ნაზიბროლად სახელია,სამეგრელოს ასულია,მოწყვეტილი ცით ვარსკვლავიედემს ალვად ასულია!...
ელფერობით ვარდი არის,სინაზით-კიდ მორცხვი ია...ტრფობისათვის ჯერ პირველადგულის კარი გაუღია.
ცა და ქვეყნის შუამავლადმიაჩნია მას აფხაზი!...გულში გულს სდებს, სულში სულსცვლის,ხორცს ეწმახვის სურო-ვაზი!...
ნეტავი მათ!... მათ სიყვარულსდა მათ უხმო აღსარებას!...ერთად გრძნობენ ამ ქვეყნადვესასუფევლის ნეტარებას...
მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელიგაახარებს ვისმეს განა?თაფლში ურევს მწარე ნაღველს...მტრისას მისი გამოცანა!...

II

ბნელა ისე, რომ აღარ ჩანსთითი, თვალთან მიტანილი!...ცა მრისხანებს, ელვა-ჭექამნადირსაც-კი უფრთხო ძილი!...
ქარი ზუის გულსაკლავად,წვიმა უშვებს კოკის პირად;ხან აქ, ხან იქ მთა-ღრეებშიგავარდება მეხი ხშირად.
თითქოს მართლა თვით ჯოჯოხეთსაუშვია ქვეყნად ზარი!აიტანა შიშის ქარმათანასწორად მთა და ბარი!
ამ დროს ხოლმე თვით ეშმაკიცეძებს ძრწოლით თავშესაფარს,მაგრამ, დახეთ, ვიღაც მგზავრისტურად მოსდგა აფხაზის კარს!...
დაურეკა და ხმა მისცა:"გამომხედეთ!... ვინა ხართ შინა?სტუმარი ღვთის კარზე ვდგავარ,ცხენს და კაცსა გვინდა ბინა!"
გაუკვირდა აფხაზს და სთქვა:"ამ თავსხმაში ეს ვინ არი?!"შეუკიდა ცეცხლს და უცადგამოაღო ფაცხის კარი.
გავიდა და შემოუძღვაფეხებამდე დასველებულს,მიიყვანა ცეცხლის პირად,უდგამს სამფეხს სკამს დ დაღალულს.
ხმას არ იღებს ჯერ სტუმარი,ნაბდის თასმებს ნელა იხსნის...თავ-პირი აქვს შებუდნულიყაბალახით და იცინის!...
ჯერ ნაბადი მიაყუდა,ბნელ კუთხისკენ მიდგა წყნარადა, ბაშლიყი რომ გადიძრო,მოტრიალდა უკან ჩქარა:
"მასპინძელო! სიცილით სთქვაწახდა ჩემი ხუმრობაო!...ვერ მიცანი, თუ გეწყინაეს უდროვო სტუმრობაო?"
-საფარ, შენ ხარ?... ენაცვალოსძიძის შვილი მაგ შენ თავსო...ეს თვალები რაღას ნახვენშენს უკეთეს სანახავსო?
მოეხვია, გადაკოცნა,როგორც ძმა და თვისი ტოლი,და მერე კი გააღვიძაშიგნით მწოლი მისი ცოლი.
შეეხვეწა: აბა ჩქარამოამზადე ვახშამიო:შორი გზა აქვს გამოვლილი,არ ექნება ნაჭამიო.
-არა, ბათუ, ვახშამს არ ვჭამ,არ მცალია იმისთვისო!მე სხვა მადა მაქვს აშლილი,სხვანაირი გულისთქმისო...
უპასუხა და მოუყვა:"მინდა გითხრა ჩემი ჭირი:დღემდის მტკიცე პირიანსა,დღეს მიტყდება, ძმაო, პირი!
ალმასხიტს ხომ კარგად იცნობ,თავმომწონე ინალიფას?მის ცხენსა და მის იარაღსვერვინ დასდებს ღირსეულ ფასს.
ვაჟკაცია თვალ-ტანადი,ცხენოსანი უებარი!...მეტოქეა ჩემი მხოლოდ,ერთადერთი საშიშარი.
შორს გაისმის მისი ქება,ჩვენიც ხშირი სტუმარია;ბიჭობით და სილამაზითქალებიც კი გადარია.
ერთი მხოლოდ ზია-ხანუმარად აგდებს, არც უყურებს,რადგან იცის, რომ სხვებსავითიმას ის ვერ იმსახურებს.
მზია-ხანუმ, შენც კი იცი,რომ მშვენებით განთქმულია;ბევრი კარგი ახალგაზრდამისი ეშხით დაბმულია;
მთვარესავით ხელუხლები, -სხივებს ჰფენს და არვის ათბობს;მომხიბლავი შორეულადთანასწორად ყველას ატკბობს.
ჯერ გაჰღალავს, მიიბირებს,დაიმონებს, იგდებს ხელში,მერე უნდა გამოსცადოს:აგდებს მის მსხვერპლს განსადელში!
მეც მომხიბლა ჯადოსანმა,დამამარცხა, დამიმონა!...და, ქალი მაჯობებდა,არ ვფიქრობდი, არ მეგონა...
დამაჩემა: თუ გიყვარვარდა ხარ ჩემი მოგვარეო,ინალიფას ლურჯი ცხენიამ სამ დღეში მომგვარეო!ნ
ინალიფა მის ბედაურსარ დაუთმობს ნებით გამჩენსდა, თუ ვინმე ძალას იხმარს,შეაკვდება, არ შეარჩენს!
სხვა გზა არ მაქვს: მოპარვაამხოლოდ ერთადერთი ღონე,თუმც-კი სხვა დროს არ იკადრებსამას კაცი თავმომწონე.
აი, რისთვის მოვსულვარ აქ,ჩემო კარგო მეგობარო!მე მინდა, რომ ალმასხიტისლურჯი ლაფშა მოვიპარო".
მოუსმინა ძიძიშვილმა,ყველა კარგად გაიგონა,მაგრამ საქმემ უკუღმართმაშეაწუხა, დააღონა.
უთხრა: "ვწუხვარ, რომ ეგ საქმეუკადრისი გიკისრია,მაგრამ, რადგან სიყვარულისტკბილი სენი შენც შეგყრია,
გზა აღარ გაქვს!... უნდა გულიდაუდვა და ემსახურო,რომ სატრფოს წინ შენ სირცხვილისოფლი აღარ მოიწურო:
მის ოცნებას, მის გულისთქმასუნდა მიჰყვე, დაემონო,გინდ სიცოცხლეც შენი ტკბილიმწარე სიკვდილს შეუწონო.
ეს შენც იცი, - არ ხარ ქვეყნისუცადი და უმეცარი, -სავაჟკაცოდ გამოსული,უდრეკი და უშიშარი!
მაგრამ მარტო უშიშრობაძლევისათვის არა კმარა,თუ სიფრთხილეც გონივრულიდროზე მას არ დაეხმარა.
ერთმანეთის მინამსგავსი,შიში სხვაა, სიფრთხილე სხვა,ისე, როგორც სხვადასხვააღვთის წყალობა და ღვთის რისხვა.
რომ მიდიხარ, სად მიდიხარ?მართალია, გიჭრის თვალი,მაგრამ ჩვენში როგორც უცხოს,აგებნევა გზა და კვალი.
შენ ეგ საქმე მე მომანდე,მე ვიზამ შენს მაგივრობას:ან მოგიყვან იმ ცხენს, ან თავსშევწირავ შენს მეგობრობას!
შენ აქ დარჩი, დაიძინე,გამოშუშდი ცეცხლის პირას!...და, თუ დამრჩა გამარჯვება,მაშინ მოგთხოვ ფეხის ქირას".
გაეხუმრა, გამოეწყოსამგზავროდ და გავლო კარი.მიდის, ელვა გზას უნათებსდა დაჰზუის თავზე ქარი.

III

ირიჟრაჟა, ქარი ჩადგა,გადიყარა, დადგა დარი;ლურჯ ბედაურს მოაგელვებსმეგობრისთვის მეგობარი.
მოიყვანა, დააბა დაშინ შევიდა წყნარად, ფრთხილად.გრძელ ნაბადში გამოხვეულსსტუმარს სძინავს იქვე თბილად.
აუარა გვერდი, მიდისიქ, სადაც ის ეგულება,ვინც სიცოცხლეს ურჩევნია,სულს სწირავს და თავს ევლება.
გულში ამბობს: "ერთს დავხედავტკბილად მძინარ ნაზიბროლას,თუ გავუძელ გულის ძგერას,სულის ბრუნვას, ხორცის ჟრჟოლას"....
სასოებით შედის ქვაბშიდა რას ჰხედავს იქ საკვირველს?!ნაზიბროლა ჩუმად ტირის,პირს იხოკავს, იკაწრავს ყელს!..
თმაგაშლილი, ტინის კედელსთავს ახლის და ხმას არ იღებს...მინგრეულს და მონგრეულსახედავს იქვე მის ქვეშაგებს!...
მიჰხვდა ქმარი, რაც მომხდარა,ზარმა დაჰკრა, ელდა ეცა!...და, რომ კრინტიც არ დაუძრავს,იქვე უხმოდ ჩაიკეცა.
დიდხანს იჯდა რეტდასხმული,უყურებდა ცოლის ტანჯვას;ბოლოს ღონე მოიკრიფადა მოეგო ისევ ჭკუას.
მივიდა და უთხრა მტირალს:"ჩუ, ნუ ტირი, გენაცვალე!რაც გინახავს სიზმარია,დაივიწყე ისევ მალე!
ყოველგვარი მოსავალიკაცის თავზე უნებური,ღვთის რისხვაა ტყვილად ბედსრას უჩივი, რით ემდური?
გადაიგდე გულიდან ეგცრუ ზღაპარი და სიზმარი!...მე და შენი სიყვარულიწმინდა არის, ვით ლამპარი."
მოეხვია და ცრემლებიამოუშრო თვალში კოცნით,დააწყნარა, დაამშვიდაალერსით და ბევრი ხვეწნით.
მაშინ მხოლოდ გამობრუნდასტუმრისაკენ და უთხრა ეს:ადე, ძმაო, გაღვიძებასარ აპირებ, მგონია, დღეს!
წამოვარდა ზეზე საფარშემკრთალი და დარცხვენილი!...მაგრამ როცა მშვიდ სახეზეშეამჩნია მას ღიმილი,
გაიფიქრა: "მადლობა ღმერთს!არაფერი შეუტყვია,თვარა გულ-მკერდს გამიხვრეტდახანჯლის წვერი და ან ტყვია!
არ უთქვამს ქალს, რაც შევცოდე,ჩანს, ნამუსი შეუნახავს.ჩემ საქციელს, სამარცხვინოს,ვინ გაიგებს, ვინ დამძრახავს?"
მერე უთხრა მის ძიძიშვილს:"გატყობ, რომ ხარ კმაყოფილი,შეასრულე განა ჩემიძნელი ნატვრა და სურვილი?"
-"შევასრულე: მოგიყვანე,დროა აწ-კი გაეშურე!ნუ დამძრახავ, საკმარისადთუ რომ ვერა გემსახურე!"
ხან ესა სთქვეს, ხან ისა სთქვეს,ისაუბრეს ჯერ ერთხანად,მერე წყალიც მოუტანამის ხელ-პირის დასაბანად.
გამოაწყო, არ დააკლო,რაც წესია, სამსახური,რომ სტუმარი არ გაუშვასგულნაკლი და უმადური.
შეუკაზმა ცხენი, შესვა,თვითონ შეჯდა ნაქურდალზედა ორივემ მათრახებიატკაცუნეს ერთხანს ძალზე.
გაახურვეს მათ ცხენებიააღელვეს, ააჩქარესდა ვიწრო გზით ის დაღმართისულ კუნტრუშით ჩაატარეს.
რომ ჩავიდნენ შორიახლოსმინდვრის პირად, იქვე დაბლა,მასპინძელმა შეაჩერაცხენი და ხმა აიმაღლა:
-"საფარ-ბეგო! პირშავობაშენი ვიცი, შემიტყვია!...და დღეიდან ჩვენ ორს შუამოციქული არის ტყვია!
არა სთქვა რა!... არც მე გკითხავ:არის ზოგი შეცოდება,რომ სათქმელად საძნელოა...არც შენდობა უხერხდება!
ახლა წადი! დამეკარგე!ფრთხილად! არსად შემეყარო,რომ ცუდ გულზე უცაბედადშენი სისხლი არ დავღვარო!"
ეს რომ უთხრა, შეკრთა საფარ,გაშრა, ფერი დაედვა მკვდრის,ჩაუვარდა ენა პირში,გაქვავდა და აღარ იძვრის...
ძლივს წარმოსთქვა: "მართალი ხარ!...აღარა მაქვს მე სათქმელი!...შემაცდინა თვით ეშმაკმადა დამრია ცოდვილს ხელი!...
შენი ტყვე ვარ!... ჰა, ხომ ხედავ,იარაღი დამიყრია...სასიკვდილოდ ჩემი ნებითშენ წინ თავი დამიხრია...
ჩემ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს,მომკალ... ტანჯულს რამ მიშველე,მაზღვევინე, რაც შეგცოდე,სინიდისი გამიმრთელე!..."
-"არა! შენ ვერ შეგეხებასასიკვდილოდ ჩემი ტყვია:დედაჩემის გაზრდილი ხარ,მისი ძუძუ გიწოვია...
რაც ქვეყანას მიაჩნიარჯულზე უფრო უმტკიცესად,რომ გასტეხე, ის გეყოფასიკვდილამდე შენ საკვნესად.
წადი ჩემგან შენდობილი,მაგრამ შორს კი... და მშვიდობით!...დღეიდან ჩვენ წმინდა გულითერთმანეთს ვერ მივენდობით!
მაგრამ ერთს კი დაგავალებ,ამისრულე უეჭველად:რომ მიხვიდე ყაბარდოში,იცოდე, რომ სულ პირველად,
წადი, ნახე ის მოძღვარი,ვინც შვილივით გამოგზარდა,და უამბე შენი პირით,რა სირცხვილი დაგემართა!"
გადმოხტა და ლურჯი ლაფშამისცა ხელში, ჩააბარა,მოტრიალდა და აღმართიძლივს ბარბაცით აიარა.

IV

არც გვარით, არც ვაჟკაცობით,არც სიმდიდრით, არც ქონებით,ჰაჯი-უსუბ ცნობილიამხოლოდ ჭკუით და გონებით.
ჭირში, ლხინში საზოგადოდუმისობა არ იქნება;ხელის გულზე უწერიათვით მაჰმადის წმინდა მცნება.
ზღვა და ხმელი მოვლილი აქვს,მნახველია ცა და ქვეყნის;ჯერ ისევე ჭანმაკია,თუმც არ არის კი მცირე ხნის.
ხელ-ფეხს ერჩის, თვალსაც უჭრის, -არ ტყუილი ქადილია;სადაც კაი გვარიშვილი,ყველა მისი გაზრდილია.
საფარ-ბეგიც მან გაზარდაისე, როგორც სხვები ყველა,მაგრამ მარტო წვრთა რას იზამს,თუ ბუნებამც არ უშველა?
აი, ამ უსუბთანმიდის ახლა საფარ-ბეგი,მორდუობის გამტეხი დაჩვეულების გადამდეგი.
ეუბნება ყოველისფერს,უნებურად რაც შეემთხვა;ცრემლები სდის და ეჩრებაბურთფად ყელში მწარე სიტყვა.
ყურს უგდებდა ჰაჯი-უსუბ,სახე მოინაღვლიანა:სიდიადე ამ მუხთლობისთვალწინ გაისიგრძეგანა.
ოხვრით ჰკითხა: "მერე? მერე?რომ გაიგო, რა სთქვა ქმარმა?"-"მაპატივა შეცოდება,როგორც ძმამ და მეგობარმა!...
მხოლოდ ეს-კი დამავალა:ნახე შენი გამზრდელიოდა მაგ შენი საქციელისპასუხს მისგან მოველიო!"
-"მესმის, მესმის და პასუხიცჩემი მხოლოდ ეს არიო,რომ ნამუსის გასაწმენდადჩემი ხელით სისხლს დავღვრიო!..."
შეაყენა ზედა ფეხზემან დამბაჩა გატენილი;მორჩილებით გულ-მკერდს უშვერსსაფარ, მისი გამოზრდილი.
მაგრამ უსუბ ეუბნება:"შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?!სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!"
წარმოსთქვა და საფეთქელშიმიიჭედა ცხელი ტყვია!...ჩაიკეცა სულთამბრძოლი,წამლის კვამლში გაეხვია...
აკაკი წერეთელი

აკაკი წერეთელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი