↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მხრებზე შეისვეს ღამე სერებმა

ჯაბუშანური გაბრიელ

2011-08-121 წთ საკითხავი1059 ნახვა

—
მხრებზე შეისვეს ღამე სერებმა,ამ გულშიც ამის შავობს შენობა,მოვკვდები - ბეჭზე დამეწერებაშენზე წუხილი და უშენობა...
აი, ვბერდები, ამიღარიაშუბლი ნაოჭთა მდაღავ ბანდულით,ვბერდები... მაგრამ თან მიხარია,რომ მრჩება გული ახალგაზრდული!
რომ ჩემს ხსოვნაში შანთით ამოვწვიეგ შენი სახე, ღიმილისმჩენი,რომ, როგორც მარტვილს შავი სამოსი,ისე მაცვია სიშორე შენი...
ო, მიხარია: როგორც მინდია,რომ მე წმინდა ვარ, ოცნებით მქროლი,რომ ჩემი გრძნობაც ისე წმინდაა,როგორც ქარაფში ჩანჩქერის თქორი!
მხრებზე შეისვეს ღამე სერებმა,ჩემშიც კაეშნის შავობს შენობა,მოვკვდები - ბეჭზე დამეწერებაშენთვის წუხილი და უშენობა...
ჯაბუშანური გაბრიელ

ჯაბუშანური გაბრიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი