პოეზია · ლირიკა
* * * ბინდდება
ბინდდება.შორს ვარ მე ახლა,შენს აულს დავცქერ ჭოგრითა.ოჰო, - სტუმარი გეახლათ, -ნეტავ რა ჩიტი მოფრინდა?..ცხენდაცხენ იცდის კარშია,გამოეგებე ცქრიალით.ვინ არის?იქნებ ვაჟია!..ვეღარ ჭრის ჭოგრი ტიალი...რა უჭირს: -თქვენთან გაითევს,მოულხენთ, როგორც მეგობარს,სანთლად მაგ მზერას აინთებს,ვახშმად ეგ ღიმიც ეყოფა...ბინდდება...ცხვარი დავანდა...მოსთქვამს ჩანჩქერის ჩქრიალი...თითქოს ბალახზე დავარდა, -ფართხალებს გული ტიალი...