↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მშვიდობით!

ჯაბუშანური გაბრიელ

2026-07-181 წთ საკითხავი1058 ნახვა

—
მშვიდობით! მივალ, დე, არხოტს აჩნდესჩემი ლურჯაის დაკრული ტორი;მწამს თავს გაიტანს და გამომაჩენსფხა ვაჟკაცური და სწრაფვა სწორი!
დაიქცნენ ძველი ბურჯების ბჭენი,ბინდი არ ბოჭავს გულს მარწუხივით;გამყვება ქალაქს ტრფიალი შენიდა დედაჩემის ჩემზე წუხილი!..
შევხვდები ბარში ვაჟკაცებს ნარჩევს,მოვალ და ნათელს მოვიტან შორით.მშვიდობით, ქალავ! - დე, არხოტს დარჩესჩემი ლურჯაის დაკრული ტორი!
ჯაბუშანური გაბრიელ

ჯაბუშანური გაბრიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი