პოეზია · ლირიკა
ვცნობ ქართველებს ღიმილზე
სხვა სიყვარულს რა უნდა,თუკი გული გულობს...ბორჩხა ქედას მაგონებს,ართვინი კი _ ხულოს.
აჩუქურთმებს დილის მზესოფლებს სასწაულად...ვცნობ ქართველებს ღიმილზედა ვეხვევი ძმურად.
კაცი ხულელს ჩამოჰგავს,ქალბატონი _ ქედელს,ქართული იავნანათიგამოუზრდიათ დედებს.
ჟამმა ვერ გახრა სიმუხთლითმშობლიურ სიტყვის ჯადო,მოდიან, მეფერებიან, _ჩვენებური ხარ მთლადო.
მეც ვეფერები გულგახსნითდა ქართველობას ვუქებხოფელ,ბორჩხელ და ართვინელთვალებსაცერა გურჯებს.