პოეზია · ლირიკა
* * * არც ცოლის მჯერა
არც ცოლის მჯერა,არც შვილის,არც მეგობრების მჯერა,ვზივარ და გასამგზავრებელჩოხა-ახალუხს ვკერავ.
სამოთხის კართან დამხვდებაჩემიანების გუნდი,მკერდზე ვემთხვევი მამაჩემს,ამაყს, გულუხვს და გულდიდს.
რამ მოგიყვანა? _წარბშეკვრითსაყვედურს მკადრებს დედა,დედის გარშემო სულმნათიანგელოზები სხედან.
აუ, რამდენი ყოფილხართ,ჩემი სისხლის და ჯიშის,ამაოდ მქონდა აქ მოსვლისუჟმურშეყრილი შიში.