პოეზია · ლირიკა
ვის მოვაწონო თავი
რაც უნდა ჭირი მამკერძო,ბილწთ არ შევეკვრი ზავითა,მცნებას ვერ შემაცვლევინებმოზღვავებულის ავითა...ვაჟა ფშაველა
ვის უნდა ვენდო,რომ აღარ ვიცი -აღარც ვიცინი,აღარც ვტირივარ,სული სიმშვიდეს ერგეში ჰპოვებს.
მომრავლდა დამსმენი,მომრავლდა ჩამშვები,ქაჯიც ვერ ამოხსნის,რისთვის ან ვის გამოგაგაბითურებენ პოეტს.
ის, ვინც რაინდად გამეცნო,დამმოძღვრა,მაიმედა,რაკი შეჰპირდნენ ჩინ-მედალს -იდედლა, გამიმეტა.
ამათ ამქარში გაზრდილმავის მოვაწონო თავი,მადლობა უფალს,არა ვარბილწთან შეკრული ზავით!