↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვეფერები თვალებით"

თედორაძე დავით

2026-07-181 წთ საკითხავი9858 ნახვა

—
ვეფერები თვალებითზღვის, მიწის და ცის ფერებს,ხვალ დასაწერ ლექსებს დახვალ დასაწერ სიმღერებს.ყველამ ყველაფერი იცისყველაფერის გარშემო,მადლობა ღმერთს, არ მოვმკვდარვართ,ღმერთს მადლობა, ვარსებობთ.ვინ შეგარგებს სიცოცხლეს -სიყმაწვილეს, სიბერეს,იჯდე, შენთვის ხატავდეზღვის, მიწის და ცის ფერებს.მამის სამყაროდან ვიხედებიცრემლით გიხსენებ, მამაჩემო,გულში ტკივილად ჩანაჭედო.საბედნიეროდ, მე ვბერდებიდა არა ჩემი იმედები,საკუთარ სულში ვერ ვჩერდები,შენი სამყაროდან ვიხედები.აქ ყველაფერი მკაცრია დათვალები სევდით დამეღარა,სამშობლოს დარდი მაცვია დატარებით გული დამეღალა.ცრემლით გიხსენებ, მამაჩემო,გულში ტკივილად ჩანაჭედო.ამნაირი სამშობლოსჯობდა სულ არ მეხილაშვილებს არ დაეკორტნე,დაგაკლებდა მეხი რას?!პანტაც ჰყვავის, პანტასაცთავი მოაქვს ხეხილად,ამნაირი სამშობლოსჯობდა სულ არ მეხილა.სიძულვილი სიყვარულსსუროსებრ ჩაგრეხილა,უზნეო და უვიციიხსენება კეთილად,ამნაირი სამშობლოსჯობდა სულ არ მეხილა.ბოროტება ბოგინობსმეწყერ-ზვავ-ქარტეხილად,სწრაფვა გადარჩენისკენსულში ამოკვეთილა,ამნაირი სამშობლოსჯობდა სულ არ მეხილა.სჯობდა სულ არ მეხილა!სჯობდა სულ არ მეხილა!
თედორაძე დავით

თედორაძე დავით: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი