პოეზია · ლირიკა
დაუსაბამობის ხილვა
მე მივქროლავდი, როგორც უდაბნო.ცხედარზე უფრო დაუზარებლივ...და მსოფლიოდან ისევ მეძახდნენცადაკარგული ხშირი ზარები.სიტყვებს ვუგდებდი შეხვედრილ შარას:ტერფებს ფოთლებით ვერ დამიამებ,მონასტრებს ზევით ვხედავდი შავადსივრცეში გაკრულ ადამიანებს.
ნისლის სტევები იდგნენ გარშემო,ნისლებს შუადღეც ვერ ათენებდა.გული იწვოდა და ლურჯი კვამლიმსხვილად მდიოდა ბნელ თვალებიდან.მე ხმა მესმოდა, როცა ქვეშ მკვდრებიმძიმე ურდულით კეტავდნენ კარებს.ქარში ლოდები ზედ მაფურთხებდნენ:არ მიგიკარებთ, არ მიგიკარებთ.
წასვლა მიწისკენ მეზარებოდა.ხავსივით მედო სახეზე ცრემლი.თუმცა ზარები კიდევ მეძახდნენდა ანათებდნენ ზღვა სივრცეები.მთვარე ქვასავით ედო სამყაროს,სიბნელე წლებთან ერთად კიოდამხოლოდ სინათლე ამ წუთისოფლისთხელ კამერებში გამოდიოდა...
ვიხედებოდი დასაბამისკენ.ღრუბლებს სანთლები სადღაც აენთოთ.უნდა წახვიდე! - მისტვენდნენ გზები,- უნდა მსოფლიოს კიდევ გაენდო,ვეხვეწებოდი შერყეულ ხელებს,პლანეტებს უკან ნუ იყურებით.ბინდში ელავდნენ გრიგალებივითღიმმორეული ნაფეხურები.
შეხვედრილ ქარებს ვწერდი პირიჯვარს,რომ დამშვიდება მაინც მეხილა.ნაბიჯს ვადგამდი ფილტვებშემკრთალიდა ვახველებდი სივრცეში ფრთხილად.კუბო მიჰქონდათ ვერხვების ტოტებსდა შემოდგომის დღეები გრილი.გამომცქეროდნენ მკვდრები ჯგუფ-ჯგუფად,გრიგალის შუქი ეფინათ ირგვლივ.
აქ, მსოფლიოში, მზე ჩადიოდა,მე იქ, კამარებს, თვალს ვაფარებდი.სადღაც ქარბუქი ლექსებს ამბობდადა ყურს უგდებდნენ სველი მტრედები.ვიღუპებოდი უვარსკვლავებოდ,ვიწევდი მაღლა ფეხის ცერებით.უკან ზარები ისევ ტიროდნენდა გუგუნებდნენ ზღვა სივრცეები...