↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ელდა

სამადაშვილი ნიკო

2003-09-121 წთ საკითხავი11400 ნახვა

—
როგორ მინდოდა ალერსის ნამი,ო, ისე როგორც უყვართ ყვავილებს,როგორ მწყუროდა, რომ ერთხელ მაინცშენც ჩახვეოდი ჩემს სიყმაწვილეს.
შენ მიყურებდი ქუშად, უნდობლად,მეწოდა გული ცეცხლით, ვარამით,ბედს ფანჯრის შუქით აღარ უნდოდა!სულ არაფერი, სულ აღარავინ!
ილაჯგაწყვეტილ სიცოცხლეს განაკიდევ შეეძლო ვინმესთან მისვლა?შენ ჩემი ცრემლი არ დაგენანა,ცრემლი შენს ახლო დამდგარ ნისლად.
დასწყევლოს ღმერთმა, ღამეა გრძელი!იქ მაინც ღვიძავთ ჯიღა ნაპრალებს!შენ ჩემ ლექსებში შიში იგრძენი,შიში, რომელიც ღუპავდა თვალებს.

სამადაშვილი ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი