პოეზია · ლირიკა
ვედრება
მზეო,ამობრწყინდი,მზეო,ამობრწყინდი,დილა მითენდება სანატრელი.ვერც ვინ შემაშინებსღამით,ჩამობინდვით,დიდი მწუხარებისმძიმე ანარეკლით.
მზეო,საქართველოსსწრაფვა დაულოცე,სული გაუღვიძე ამირანის,ბევრი არაფერი,ბევრი არაფერი,მარად მსურველი ვარ სამი რამის...
მზეო,ამობრწყინდი,მზეო,ამობრწყინდი,მზეო, საქართველოს ენატრები,სურვილს მინათებენ,სურვილს მინათებენ,აღმაშენებელის კელაპტრები!