↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქარაფებთან გავლა

ჯაბუშანური გაბრიელ

2026-07-181 წთ საკითხავი1059 ნახვა

—
დელგმის დარად დარიალში ვიჭრები,მივქრი ჯიქურ და პირქარიც მჭექარობს,ქარაფებში ირხევიან ფიჭვები,შენს მიმოხვრას მაგონებენ, მზექალო!
თერგის დენას დაღვრემილი დავცქერი,ჩემი გული განა მისებრ კისკასობს.ქარაფიდან მოჩქრიალებს ჩანჩქერი,მყის შენს სიცილს მომაგონებს, ძვირფასო!
მივქრი ჯიქურ და ფიფქისგან მოვერცხლილს-შორ მწვერვალებს ჩემს ტრფობაზე შევგალობ.ქუფრ ქარაფში ქუჩი ქოჩორს ივარცხნის,შენი თმები მაგონდება, მზექალო!
ჯაბუშანური გაბრიელ

ჯაბუშანური გაბრიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი