↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რასა სთხოვ უფალს

ჯაბუშანური გაბრიელ

2026-07-181 წთ საკითხავი1065 ნახვა

—
ხუცესი შენს თავს ახვეწებ გამჩენს,ხატი კარს ხალხი დამდგარა ჯგუფად.მე გულში ეჭვი როგორ არ ჩამრჩეს:ასე გულდაგულ რასა სთხოვ უფალს?რასა სთხოვ უფალს მერყევი მზერით,მწუხარე მზერით და ურვის ჩემით?„უსმინე, ღმერთო!“- ხმობს ხევისბერი,„ჩემი ქმენ, ღმერთო!“- მე ვამბობ ჟინით.„ჩემი ქმენ, ღმერთო!“-მე შევთხოვ უფალსდა მსხვერპლს სისხლიანს იღებს გამჩენი.მე შენთვის ურვა მსხვერპლივით მღუპავსდა ეგ საკლავიც გულია ჩემი.რასა სთხოვ უფალს?-იქნებ ჩემს რაყიპსავედრებ გულით მოცახცახეთი?ეს რომ ვიცოდე,-ცერბერის ყეფით„წყეულიმც იყავ!“ მოგაძახდებდი.ხუცესი შენს თავს ახვეწებ გამჩენს,ხატის წინ ხალხი დამდგარა ჯგუფად.მე გულში ეჭვი როგორ არ ჩამრჩეს:ასე გულდაგულ რასა სთხოვ უფალს.
ჯაბუშანური გაბრიელ

ჯაბუშანური გაბრიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი