↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** შენამდე შარები შორია

ფუტკარაძე ნიკა

2025-02-201 წთ საკითხავი1352 ნახვა

—
შენამდე შარები შორია,
შიში შლის შრიალა შროშანებს,
მოვწყვიტო? `მემენტო მორია”...
მარწყვებმა მინდორი მოშალეს.
სისხლძარღვებს სისხლისფრად სერავენ,
სტუმრობენ საფლავებს სულები.
ვერასდროს, ვერაფრით, ვერავინ...
ვიწყებით და ვეღარ ვსრულდებით.
ცვლის ცვარზე ცა ციცინათელებს,
ვითვლიდი... ვუყვარვარ... ვერ ვწყვეტდი...
გვირილა გულგრილად გავთელე,
გვირილა ბუნების დეფექტით.
მოვწყვიტო?! `მემენტო მორია~!
მარწყვებმა მინდორი მოშალეს,
შენამდე შარები შორია,
შიში შლის შრიალა შროშანებს.

ფუტკარაძე ნიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი