პოეზია · ლირიკა
განთიადი
აკაკი წერეთელი 1840–1915
მთაწმინდა ჩაფიქრებულა,შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა,მნათობი სხივებს მაღლით ჰფენსთავდადებულის საფლავსა.
დადუმებულა მთაწმინდა,ისმენს დუდუნსა მტკვრისასა:მდინარე ნანას უმღერისრაინდსა, ურჩსა მტრისასა…
მთაწმინდა გულში იხუტებსსაშვილიშვილო სამარეს,მამადავითსა ავედრებს,აბარებს ქვეყნის მოყვარეს…
მგოსანი გრძნობამორევითთვალს ავლებს არემარესადა გულის-პასუხს ნარნარადუმღერის ტურფა მხარესა:
“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტოჩემო სამშობლო მხარეო,სნეული დავბრუნებულვარ,მკურნალად შემეყარეო!..
„ვერ ავიტანე ობლობა,სისხლის ცრემლები ვღვარეო,წამძლია სულმა და გულმა,შენს ნახვას დავეჩქარეო.
„წინ მომეგებნენ ღიმილითშენი მზე, შენი მთვარეო,გუნდი და გუნდი ვარსკვლავიმოკაშკაშ-მელვარეო.
„გულში იფეთქა სიამემ,სევდები უკუვყარეო,ია და ვარდი დამჭკნარიხელახლა გამიხარეო!..
„ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,სულის ჩამდგმელო მხარეო,შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,შენზედვე მგლოვიარეო!..
„ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს,ზე კალთა დამაფარეო…და რო მოვკვდები, გახსოვდეს,ანდერძი დავიბარეო:
„დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ:შენს მიწას მიმაბარეო,ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,ჩემო სამშობლო მხარეო!“
1892