↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ამიგო!

თაბაგარი თეა

2006-09-121 წთ საკითხავი2348 ნახვა

—
ამიგო, იქნებ, შენ გამიგო,სული, თანდაყოლილ სენივითრომ დამაქვს, რომელ გზით წავიღოუსიტყვოდ, ნეტავ სად შველიან.მაწუხებს ტკივილი, მამძიმებს,ლექსები კი, თითქოს, მღერიან,შენთან არ მაბრკოლებს მანძილი,და არც ამ სიშიშვლის მრცხვენია.ხომ იცი, ამიგო, ძნელია,უკვე მერამდენედ დავცინიჩემნაირს, საჩემოს, ჩემიანს,ვბარბაცებ ნასვამი კაცივით.მომბეზრდა ფუჭი სიამაყეცდა ეს თავმდაბლობაც ნამდვილი,სიყალბის მარწუხებს დავათრევ,ოცნებას ვეღარ ვიადვილებ.ახლა ერთგულება ძვირია,მე კი მოლოდინით ვმთავრდები,დამეწყრილ დალალებს სცვივიანყრმობისას ჩაწნული ვარდები.რამდენი ცოდვა მაქვს სათქმელი,შენგან კი შენდობას არ ვითხოვ,სანამ სამსჯავროზე წარვსდგები,უბრალოდ, გამიგე,ამიგო
თაბაგარი თეა

თაბაგარი თეა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი