↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეგზოტიკური ლექსი"

თაბაგარი თეა

2026-07-181 წთ საკითხავი2348 ნახვა

—
ეცეკვებიან თითები ფურცელს,უცნობი ქუჩის სილამაზეა,თითქოს, საკუთარ კინო-ფირს უმზერს,სულგანაბული ზის ფანტაზია.
მხურვალე სიო აღელვებს შროშანს,მოზაიკების ეგზოტიკაა,უფრო შორს, მთების კუზები მოსჩანს,უდაბნოდან რომ ოაზისს ჰგვანან.
ჭაობისფერი პალმების ჩრდილქვეშმე ფოტო-კადრებს ვაგროვებ მზისთვის,შენ გამჭვირვალე სურვილებს მიშენ,საღამოს ხიბლი ერევა გზისპირს.
დგახარ, თვალების ალით მიზიდავ,გიახლოვდები, რახან ასეა...ღრუბელს ჩასთვლიმა მთვარის ქიმზე დაჩილიმის ნისლში ჩაწვა აზია.
თაბაგარი თეა

თაბაგარი თეა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი