პოეზია · ლირიკა
100 %
რა იდუმალი ხარ!_მარტივად ამბობ და...მარტო ქარისცემა არღვევს იდილიას,პალმის სიმწვანეზე წყლის გუნდა დაგორდა,(რამდენი ხანია, აღარ მიტირია).სიმშვიდით გიყვები უძილო სიზმრებზე,უსიზმრო ღამეებს ფიქრად რომ სდიოდა,(ამ დროს სინანულიც ყოფილა მიზერი)ირიბად მივყვებით მძივს სანაპიროთა.მაოცებ,მაოცებთვალების ღიმილით,(ირგვლივ თოლიების აურზაურია)ეს ტალღაც ტალღაში რა უცბად ირევა,რა უცებ,რა უცებ,სულსწრაფად,სრულიად.მაცდურად მიყურებ ასე ოცნებიანს,ბავშვივით გულჩვილს დაქალურად ვნებიანს,ვგრძნობ, რომ ეს სიგიჟის ასი პროცენტია,ცის ყველა ვარსკვლავი უთუოდ ჩვენია.რა იდუმალი ხარ!_მარტივად ამბობ და...ქარვისფერ ქალაქში ზღვა და ინტიმია,ნავი ნამთვრალევი კაცივით აბორგდა,ლექსმა გაგამუზა(რა გასაკვირია!).