↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საყვარელო მამულო!

ნუცუბიძე ლილი

2015-06-121 წთ საკითხავი2085 ნახვა

—
საყვარელო მამულო,შენს სიცოცხლეს ვფიცავარ;გულმა მხოლოდ შენი მზე,შენი მიწა იწამა.შენს გაზაფხულს ვუმღერი,შენს აპრილს და მაისებს,კალთას გადაგიკოცნი,უბეს ვარდით აგივსებ.მწარე იყო წარსული,რომ დღეის მზით გეხარა,ჩემო ტკბილო მამულო,ჩემო კარგო ქვეყანავ!გვლეწეს, არ გავილეწეთ,გვწვავდნენ, როდი დავიწვით,სად ხართ, არაგველებო,ვაჟკაცებო კრწანისის.მტერზე წამომართულო,სააკაძის მახვილო,დროშავ თამარიანო,არასოდეს დახრილო.ბაზალეთის ტბის ძირშიდარწეულო აკვანო,მამულისთვის დამწვარო,გმირო მამა-პაპანო!თქვენი ქვეყნის დიდება,ერთხელაც რომ გაჩვენათ,ინატრებდით ნამდვილად,ხელმეორედ გაჩენას.ვუმღერ მიწას მადლიანსმზეს ჩამოღვრილს ზოდებად,ლამაზ ქართველ გოგონებს _გულზე ცეცხლის მოდებას.ვუმღერ ყველა მაიას,ცოტნესა და მამუკას,ვისაც მტერთან ბრძოლაშიწარბის შეხრა არ უყვარს.ვუმღერ ყველა ერეკლეს,ავთანდილს და მზექალას,ვინც მკერდს გადაუდაფნავსნამუსიან ქვეყანას.აი, ვის გამარჯვებასდა სიცოცხლეს ვინატრებ,მზეო, უფრო გაბრწყინდი,მზეო, უფრო გვინათე.მიწა ბარაქიანი,ოქროსფერი ყანები...საყვარელო მამულო,გკოცნი, გეთაყვანები.

ნუცუბიძე ლილი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი