↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვიდრე დედა გყავს

ნუცუბიძე ლილი

2015-06-121 წთ საკითხავი2071 ნახვა

—
ზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს,ვერ დაიოკებს ცრემლებს ჟინიანს,ნუ შეგაშინებს უძირო ღამეც,ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია.თუ გაგიხუნებს მეწყერი ფერებსდა ზამთრის სუსხი მხრებზე დაგათოვს,გულს ნუ გაიტეხ, რა ვუყოთ მერე,დედის გული და კალთა გაგათბობს.ნუ შეგაშინებს მეხი იერით,მეხი უფესვო ხეებს ერევა,ვიდრე დედა გყავს, შენ ხარ ძლიერი,ვიდრე დედა გყავს, ვინ მოგერევა.ჭირთათმენა და დიდი იმედი,დედა სიცოცხლის თვალისჩინია,ვიდრე დედა გყავს, ხარ ბედნიერი,ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია.

ნუცუბიძე ლილი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი