↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თუ ვინმე გიყვარს

ნუცუბიძე ლილი

2015-06-121 წთ საკითხავი2075 ნახვა

—
მზე, თითქოს მარტო შენთვის ანათებსდა ნაკადულიც კისკისებს შენთვის,ღამეს ალუბლის ტოტზეც გაათევ,თუ ვინმე გიყვარს, თუ ვინმეს ეტრფი.და გინდა ზეცის ხელის შევლება,სულში ჩადგება სინათლის სვეტი,ყორნის ფრთაც თეთრად მოგეჩვენება,თუ ვინმე გიყვარს,თუ ვინმეს ეტრფი.ლექსად აგანთებს ქვეყნის მშვენებადა სილამაზე გაგყვება დიდხანს,სიცოცხლე წამად მოგეჩვენება,თუ ვინმეს ეტრფი, თუ ვინმე გიყვარს.თითქოს შენია ყველა ყვავილი,ყველა ვარსკვლავი ციმციმებს შენთვის,ასი დღის სავალს ერთ დღეს გაივლი,თუ ვინმე გიყვარს, თუ ვინმეს ეტრფი.მერცხლებს გაიხდი გულის მრჩევლებად,ის აღარა ხარ, რაც გუშინ იყავ,ეკალი ვარდად მოგეჩვენება,თუ ვინმეს ეტრფი, თუ ვინმე გიყვარს!

ნუცუბიძე ლილი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი