პოეზია · ლირიკა
ზამთარი
ხეებს აცმევს სადედოფლო ქოშებს,ფიფქი ტოტსაც დაეკიდა მძივად,ქარში ვდგავარ,ისე გავითოშე,სატრფოსავით ჩავეხვიე ჩინარს.ფრთაგაშლილი ავედევნე ნიავს,დავნავარდობ სიყვარულის ზღვაში,შენც თუ კიდევ მოჩვენება გქვია,სინამდვილე სად ვეძიო მაშინ?!