პოეზია · ლირიკა
სხვაგან არ მეძიოთ
მე თუ დავიკარგო, გელათში მეძიეთ,ვიქნები ლოცვად დავარდნილი,სასთუმლად მექნება ღვთისმშობლის კალთადა ცა მეხურება საბანივით.
მე თუ დავიკარგო, ალავერდში ვიქნები,მზესთან გადასული ალავერდსდა ყელზე მექნება გამობმულიშვიდფერი ცისარტყელის სადავე;
იქნებ ანანურთან დამეწიოთ,ვიდრე არაგვის წყალს გავცურავდე,ვიდრე ორთავ მუხლზე დავეცემიდა გულს მტევანივით დავწურავდე.
მე თუ დავიკარგო, მცხეთაში ვიქნები,არსაკიძის ტკივილით გათანგული,ან გრემში ვიქნები, ანდა ვარძიაში, -მთის გულში წყაროსავით დაკარგული.
მინდა ცის ლაჟვარდი მხრებზე დამეფინოს,დავიწვე მიწის ალმურში,მე თუ დავიკარგოსხვაგან არ მეძიოთ, -მხოლოდ ჩემს სალოცავ მამულში!