↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბაქანი

ცუცქირიძე ლელა

2026-07-182 წთ საკითხავი3629 ნახვა

—
აქ ხარ და არც ხარ.შენი მინდორი ისეთია,თითქოს ვაჭრებმა, აღმოსავლეთის ცხელი ქვეყნიდან რომ ბრუნდებოდნენ,ჩამოისვენეს,ქიშმირისა და აბრეშუმის ჭრელი თოფები გადაშალეს, გაამზეურეს...და როგორ გინდა,აწურულ მხრებზე მოიხვიო ეს სიჭრელე თავსაფარივით,მივიწყებულ ბაქანზე დადგე.
ხომ ხდება ასეც:ჩამოიაროს მექანიკურმა მატარებელმადა ერთადერთ მგზავრს -ფანჯრისაკენ ზურგშექცეულს,თავსაფარი დაუქნიო.მერე რა მოხდა, თუ ვერ შეგამჩნევს,მშვიდ მგზავრობას მაინც უსურვებ,მალაქიტის ბალახის სურნელს გაატან საგზლად,
მაგრამ იცი,აქ ხარ და არც ხარ.არაა შენი:არც მინდორი - ქიშმირის და აბრეშუმის ჭრელი თოფები,არც ბაქანი - მივიწყებული,არც ბალახი - მალაქიტის...მექანიკურ მატარებელს კი,ჯერ კიდევ როდის,მექანიზმი ჩაუშალე და გააჩერე.მერე, დიდხანს გიქნევდა ფრთებს უცხო ფრინველი - სემაფორი,დიდხანს უსტვენდა,შენი მინდორიც (სემაფორის მწვანე თვალი)დიდხანს ენთო და მაშინ ჩაქრა,უსარგებლო ნივთებით და განწყობებით რომ აიწყვე თავი კოლაჟივით,იქ ჩააწებე,სადაც მუდამ მტკნარი ტბა იყო -ძირგახვრეტილი, როგორც სპილენძის ძველი ვარცლი,ობმოდებული.
...და ერთხელაც, ტბის ფსკერიდან, ისე ახლოს მოვიდა მიწა,თითქოს ლუპა გაგიკეთეს სათვალის ნაცვლადდა ყველაფერი დაინახე:რაც არ გინდოდა, რომ დაგენახა,რაც არ გინდოდა, რომ დაგენახა,რაც არ გინდოდა, რომ დაგენახა...
არადა, აქ ხარ.შენთან, სულ ახლოს:მინდორი, როგორც ქიშმირის და აბრეშუმის ჭრელი თოფები,ბალახი, როგორც მალაქიტი,მგზავრი,ბაქანი,მექანიკური მატარებელი...სხვა - არაფერი,სხვა - არაფერი,სხვა - არაფერი,სიმშვიდის გარდა.
ცუცქირიძე ლელა

ცუცქირიძე ლელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი