↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საიდუმლო ბარათი

აკაკი წერეთელი 1840–1915

2012-09-121 წთ საკითხავი7503 ნახვა

—
საიდუმლო ბარათო!გითხრეს: “ექმენ მარადოსიხარულის მიმნიჭედდა სევდისა ფარადო.”მისთვის გიდებ უბეში,გალბობ ცრემლის გუბეში,ამისრულო, რაც გითხრეს,თუ ხარ ჩემი ნუგეში!ვერა მხედავ მდუმარეს,ცრემლებს რომ ვღვრი მდუღარეს?რად არ მეტყვი მის ამბავს,ნუგეშს არ მცემ მწუხარეს?როცა მისი მარჯვენაგრძნობით გხატავდა შენა,თვალთ ცრემლი ვერ შენიშნე,ვერც სახეზედ მოწყენა?როცა ამ სიტყვებს სწერდა,გული ხშირად უძგერდა?და თან ტკბილის გრძნობითასიყვარულსა დაგმღერდა?ან როს ფარულად მანაშენ ჩემთან გამოგგზავნა,ანგელოსი სუფევდამის გულში, თუ სატანა?არა! ამ გრძნობას განამიჰბედავდა სატანა?!მაშინ უკუღმა ბრუნვასიწყებდა თვით ქვეყანა!საიდუმლო ბარათო,მექმენ… მექმენ მარადოსიხარულის მომნიჭედდა სევდისა ფარადო!
1859 წ.
აკაკი წერეთელი

აკაკი წერეთელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი