პოეზია · ლირიკა
რაც არ იწვის, არ ანათებს
აკაკი წერეთელი 1840–1915
რაც არ იწვის, არ ანათებს, -უჩინარად ლპება ნელა.მოდი, დამწვი, სიყვარულო,მიაშუქე, სადაც ბნელა!ერთი წამიც კი სიცოცხლის,თუ სხივების მომფენია,უსინათლოს და უგრძნობელსსაუკუნეს მირჩევნია.მართალია, მთას რომ დასთოვს,თან სიგრილეც ბარში დაჰკრავს!თავზე თეთრი, თმა ჭაღარაგულს აგრილებს, გრძნობას სჩაგრავს;მაგრამ ადგილს, ცეცხლის მფშვენელს,სადაც სდაგავს გეენია,ეს კანონი საზოგადოთავიდანვე ასცდენია.პოეტის გულს, გახურვებულს,სადაც ელავს, ღელავს გრძნობა,რას მოუშლის თმა ჭაღარა?რას დააკლებს ხნოვანობა?მრწამს სიწმინდე სიყვარულისისევ ისე, როგორც ძველად,და გულს ვუგებ საკურთხევლად,ზედ სიცოცხლის დასაწველად!თუმც ეს მსხვერპლი საიდუმლოსაიდუმლოდ იწვის, ქრება,მაგრამ ზოგჯერ ჩუმ ტანჯვაშიცარის დიდი ნეტარება…
1898 წ.