↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სანამ ვიყავ ახალგაზრდა

აკაკი წერეთელი 1840–1915

2012-09-121 წთ საკითხავი7496 ნახვა

—
სანამ ვიყავ ახალგაზრდადა სიამით ძგერდა გული,ვნატრობდი და არ მეღირსაბედუკუღმართს სიყვარული.როს დავბერდი, დავუძლურდი,სახე დაჭკნა, დამეღარა,სიყვარული რაღად მინდა,გინდ იყოს და გინდა არა!სიღარიბე კვალში მდევდა,კარის-კარზედ დამატარა,აწ სიმდიდრე რაღად მინდა,გინდ იყოს და გინდა არა!ვინც მინდოდა სამეგობროდ,ყველამ გვერდი ამიარა,დღეის იქით მეგობარიგინდ მყავდეს და გინდა არა!უსამართლო დაცინებამჩვენში ბევრჯერ გამამწარა.ცხრა მთას იქით, რაღად მინდა,გინდ მაქონ და გინდა არა!ვისაც ვთხოვდი შემწეობას,ჩემთვის წყალიც არ დაღვარა,რომ მოვკვდები, რაღად მინდა,გინდ მიტირონ, გინდა არა!სული კრული, გული წყლული,სახე მჭკნარი, თმა ჭაღარა,ამისთანა სიცოცხლეც კიგინდ იყოს და გინდა არა!
1893 წ.
აკაკი წერეთელი

აკაკი წერეთელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი