პოეზია · ლირიკა
* * * "სვიტერშიც" მოსჩანს, არ იფარება (მთარგმნელი: ნინო დარბაისელი)
"სვიტერშიც" მოსჩანს, არ იფარებაპირველი ლიფი - ნომერ პირველი.ეზოში ყველა მე შემომცქერის,რა ნახეს ნეტა გასაკვირველი!ვიჯვარედინებ მკერდზე ხელებს დარაც შემიძლია, მხრებში ვიხრები,მაინც მამჩნევენ სეირნობისას,ვერაფერს მშველის ხელები, მხრები.მახრჩობელაა ეს საჩუქარი,ჰაერს ვიგუბებ შენაწუხებიდა ამოსუნთქვას ვეღარც კი ვბედავ,არადა დედამ, სულ სხვათა შორის,ვითომ შემთხვევით,მომცა წუხელი.