↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზვავი

პუშკინი ალექსანდრე

2023-05-121 წთ საკითხავი9125 ნახვა

—
სადაც კლდე არის ჯმუხი და სალი,მქუხარე შხეფებს აქაფებს წყალი,და მაღალ ცაში ისმის ზრიალიმრავალი ქორის.ბნელში კი მოსჩანს თოვლის კრიალიმწვერვალთა შორის.
ოდესღაც მოსწყდა ზვავი კლდის ზენა,მძიმე გრიალით შეხუთა სმენა,და კდელთა შორის ორივე ფენამან შეატბორა.და თერგის წყალთა ძლიერი დენაგააპო ორად.
უერცრად თითქოს დაჩუმდა დევი,თერგი ღრიალა ტალღების მრევი;მაგრამ ნაკადი მოაწვა რღევითთოვლიან ზვავსა. . .და წარღვნილ მიწას მთლიანი ხევიმან დაამსგავსა.
და დიდხანს იდგა ნაპობი ზვავი,როგორც მარადი ყინულის ხვავი,მის ქვეშ კი თერგმა ამოჰყო თავიდა შხეფთა მტვერითაშხურა დიდხანს ეს დაუძრავიყინულის ჭერი.
იმ ზვავზე შარის გაიდო ლარი,მიჰქონდა ცხენი, მირბოდა ხარი,და თავის აქლემს ვაჭარი ბარისუძღოდა წინა,სადაც დღეს ქარი, ცის ბინდარი,დაეძებს ბინას.
1829

პუშკინი ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი