პოეზია · ლირიკა
ზამთრისა შარა
მოელვარე ნისლის ზღვაშიმისრიალებს მთვარე ზანტად,და სევდიან მინდვრებს გაშლილსმისი შუქი დაეფანტა.
ამ მოსაწყენ ზამთრის შარასჩემი ეტლი მისდევს ნელი,და გაისმის წარამარაზარის ჟღერა გულის მკვლელი.
თითქოს სულთან ახლოს არიამ მეეტლის გრძელი ჰანგი;ხან გუგუნი ნაშფოთვარი,ხან კი სევდა დასადაგი.
არც სინათლე, ქოხიც არსად . . .მხოლოდ თოვლი. . . ყრუა ველი,არვინ მოჩანს, გზას კი გარსადპალოები მისდვს ჭრელი.
დარდი, კვნესა . . . ხვალ კი ნინასკვლავ ვეწვევი სულზე ტკბილსა,დავდუმდები ბუხრის წინა. . .ვუცქერ დიდხანს სახეს მისას. . .
საათზედაც ისრის წვერიშემოივლის თავის არეს,მაგრამ ღამეც კუპრის ფერი,მაინც არსად აგვაჩქარებს. . .
რა ვქნა, ნინა: გზაა მკვდარი,თან მეეტლეც თვლემს მდუმარე,სულ ერთ ხმაზე კვნესის ზარი,იფარება ნისლით მთავრე.
1826