↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჭეშმარიტი სახელი (მთარგმნელი: გიორგი ეკიზაშვილი)

ბონფუა ივ

2011-08-121 წთ საკითხავი319 ნახვა

—
მე ვუწოდებ უდაბნოს ციხე-სიმაგრეს, რომელიც შენ ხარ.ღამეს შენს ხმას, არყოფნას შენს სახესდა როს დაეცემი ხრიოკ მიწაზე,მე ვუწოდებ არაფერს ელვას, რომელმაც დაგნაცრა.
სიკვდილი - ქვეყანა, რომელიც გიყვარდა. ნაბიჯ-ნაბიჯმივუყვები შენს ბნელ ბილიკებს.მე ვამსხვრევ შენს სურვილს, შენს ტანს, შენს მეხსიერებს.მე ვარ მტერი შენი. ულმობელი, უსასტიკესი.
მე შენ მიწოდებ ომს და ამიტომაცთავს დაგატეხ რისხვას - ომის მიერ ბოძებულ უფლებას.ჩემს ხელებში - შენი სახე, კუშტი, შეცვლილი;ჩემს გულში - ქარიშხლებით განაწამები ვრცელი ქვეყანა.

ბონფუა ივ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი