↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიცოცხლისათვის

ბერიძე სანდრო

2001-08-121 წთ საკითხავი1107 ნახვა

—
ახლა, როდესაც ვარდების თოვლიასე ლამაზად ფრიალებს სულში,მე ატეხილი ჭალების მოვლითმერმისში მიმაქვს სიცოცხლის ნუში.თხმელიწყაროზე ირემი ბღავის,ლერწამს ბულბული უზის ღეროში,გზას სიარული ვერ დალევს მაინცხელისდადება საქართველოში.გულმა ოცნება ოცნებას შერთოდა იშვა ასე სიმღერა გრძელი.მე მინდა დიდი ცეცხლივით ვენთო,რომ ყველამ ჩემზე გაითბოს ხელი.გადარეულან ფერები ფერში,მზეს მიჰყავს ცაზე სხივთა ამალა,ამ ფრთაფარფატა ღიმილის ჩქერშისირცხვილით უნდა ცრემლებს დამალვა.მიდის და მიდის გზა უსასრულო,ხოხბებს ვესროლე ლექსი მყივარი,რა გატირებდა აქამდე, სულო,ეს აღმაფრენა თუ სატკივარი?!ცისარტყელები ჩანან რკალივით,ცას ჩამოანგრევს გაფრენა ორბისდა ფატაწაკრულ პატარძალივითთეთრი სიცილით სიცოცხლე მორბის.
ბერიძე სანდრო

ბერიძე სანდრო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი