↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "სიცოცხლე მღერის"

ბერიძე სანდრო

2001-08-121 წთ საკითხავი1114 ნახვა

—
სიცოცხლე მღერის: `დავრჩე ეგება”...სიკვდილი მღერის: `რა დროს ეგ არი”...მკვდარ-ცოცხალს ერთად მიერეკებაჟამი მკაცრი და დაუდეგარი.მიუწვდომელი ბუდე ციერთა,დასავანებლად სულებს რომ სურდათ,ისე გაცვდა და გამიწიერდა,რომ მასზე ფიქრიც მექცა აბსურდად.დაშრა უცრემლოდ გრძნობა ფარული,გულში რომ კრძალვით მარტოს უვლია.ბანალურია დღეს სიყვარულიდა სიძულვილიც ბანალურია.პოეტი, სხვათა დარდის მპარავი,გულგრილი მზერით ხვდები ალიონს.ცოდვებით სავსე მადლის კარავშინეტა ვინ უნდა მოინანიოს.სიცოცხლე მღერის: `დავრჩე ეგება”...სიკვდილი მღერის: `რა დროს ეგ არი”...მკვდარ-ცოცხალს ბნელში მიერეკებაჟამი მკაცრი და დაუდეგარი.
ბერიძე სანდრო

ბერიძე სანდრო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი