↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩვეულებრივად

ბერიძე სანდრო

2026-07-181 წთ საკითხავი1104 ნახვა

—
დღე მომდის, როგორც უიღბლო კარტი,მაცდური ქალის ხელით დაყრილი.ჩვეულებრივად გავიდა მარტი,ჩვეულებრივად დადგა აპრილი.
არავის ველი...არც მე მელიან...თავის ფიქრში წევს ზეცა მაღალი.მთელი წელია...მთელი წელია...არ არის ირგვლივ რამე ახალი.
შორს ნაზამთრალი ჩანან ხედები,თვალებს წყლიანი ნისლი ედება...ულირიკულო- მოგონებები...უპოეზიო- შემოქმედება...
პროვინციული თმენა და თმობა,სურვილი შორი...წყევლად გამხდარი.ისევ ის ძველი ნაცნობი ყოფა...გადატანილი ძლივსღა ზამთარი.
ჩვეულად დევნის მძლეველი-ძლეულს,სიცილი-ტირილს... და... წყევლა-აჯას...მე... სულკურთხეულს...მე... სულკურთხეულს...(იმედად ჩემად), ვკითხულობ ვაჟას.
ბერიძე სანდრო

ბერიძე სანდრო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი