↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოთამაშეს

გოგუაძე ნელიკო

2005-06-121 წთ საკითხავი7034 ნახვა

—
თვალები ეხუჭებოდა, თრიაქმოწეულივით,ტუჩებზე სიმშრალეს გრძნობდა,ალბათ, სიგარეტის გამო...ბევრს ეწეოდა....ხოჭოებივით ესეოდნენ ფიქრები,ფეხარეული დააბიჯებდა ცხოვრების ლაბირინთებშიდა საკუთარ თავს ეძებდა,რომელიც დიდი ხნის წინ დაკარგა....ბედთან შერიგებული ოციოდე კვადრატულ მეტრ ოთახში გამოკეტილი ცხოვრობდა....და ბევრს ფიქრობდა....
მოთამაშე...ჰო!მოთამაშე იყო....
მოთამაშე,ითამაშე,გააგორე კამათელი ბედთან,დღეს გახადე სიმხურვალის სამოსელი,შერიგებაც გადაწყვიტე ღმერთთან.მოთამაშე,აზარტია ეს ცხოვრება.რატომ ცდილობ დაზავებას ბედთან,ისევ ისე შეურიგდი მრუმე ღამეს?მაუზერიც მიიტანე მკერდთან?მოთამაშე,გააგორე კამათელი,გააგორე კამათელი ბედთან.
ვერა ხედავ? მეც ვთამაშობ....ღიმილს ვაფენ....დავივიწყოთ,რომ ცხოვრება მუხთალია ბევრად.
მოთამაშე....გავაგოროთ კამათელიმოთამაშე...ითამაშე ჩემთან.

გოგუაძე ნელიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი