↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 86 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21573 ნახვა

—
როს ტყვედ მიყვები მისი ლექსის გაშლილ იალქნებს,როცა მის სიტყვას მონუსხული გულში იკონებ,შიშით ვიბნევი და ფიქრსაც ვატან ნიავქარს,კვირტშივე დამჭკნარს ვმარხავ ჩემი ლექსის სტრიქონებს.ჯადოქრებისგან თუ ისწავლა შემოქმედება,,თორემ მოკვდავის ნამღერს არ ჰგავს მისი გალობა,ვფიქრობ და სულებს უსამართლო ბრალად ედებაჩემი შიში და ჩემი ლექსის უგზოკვალობა.ჩემს მეტოქეს და მის ჯადოქრებს ნუ ეგონება,რომ ნაღამური პოეზიით ცრემლი მედინა,მე შიშმა როდი ამირია ჭკუა-გონება,სიმღერა ჩემი სხვა მიზეზმა გამაწყვეტინა.მან თავის ლექსში მოგცა ბინა. მუნჯად მიტომ ვარ,რომ სადიდებლად შენი ჩრდილიც არ დამიტოვა.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი