პოეზია · ლირიკა
სონეტი 87 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)
უნდა გამშორდე! აღარ შემრჩა ფიქრი საშენო,ამ თვალთმაქცობას ბორკილები უნდა ავყარო,აწ სიყვარული შენს ბადალთან გიჯობს აშენო,რადგან ვერ იტევს შენს მშვენებას ჩემი სამყარო.რადგან ბედისგან ნაბოძები არ ხარ ღვთაება,რადგან არ მინდა, სამოწყალოდ ვფლობდე საუნჯეს,და რაც რამ ჩვენში სატრფიალო ქსელი გაებააღარ მსურს ხსოვნად შემორჩეს და დროს გადაურჩეს.მიტომაც გიჯობს შენს ღირსებას თავად ხედავდე,არ მოევლინო შეცოდებებს ჩემსას მკიცხავადდა სანამ სათქმელს უკადრისად შემოგბედავდე,გიჯობს გამშორდე ცოდვა-ბრალის განუკითხავად.მე მეფე მერქვა, შენ სიზმრების იყავ ფერია,გავიღვიძე და სანუგეშო არაფერია.