↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გაზაფხულის საგალობელი

ბაძაღუა თამაზ

2009-08-121 წთ საკითხავი2698 ნახვა

—
1.მწარე ღიმილი გაანგრევს ტუჩებს,როცა მარტვილის დიდი მინდვრები შედიან გაზაფხულში,როგორც თეატრშიდა შენს ძარღვებში მთვარესავით აენთება წითელი სისხლი.
2.აქაც უცხო ხარ,აქაც ცივად ჟღარუნობს ქარიდა ვარსკვლავების ნაჩხვლეტები გაყრია ტანზემსუსხავი, როგორც კაქტუსის ტოტი.
3.შენ დიდხანს ეძებდი გამოქვაბულს,სადაც შეგეძლო ნადირივით გეცხოვრა,სადაც ყვითელი ბალახების დღესასწაულშიდაივიწყებდი, რომ არსებობს მკვდარი საღამო,დაივიწყებდი, რომ არსებობს მკვდარი თვალები.
4.ეს მტვერი მიცვალებულთა სულივით შრიალებს ოთახში,გარეთ კი გაზაფხული ყვირის,მაგრამ არსად გაქვს წასასვლელი,არსად ანთია მოწყალე შუქი,არსად დატოვეს ღია კარები.
5.სანამ ცოხნი ამ მოგონილ ბედნიერებას,თვინიერი ცხოველივით, სანამ უმზერამ უსიცოცხლო დეკორაციას
6.შენს ყრუ კედლებზე მარტოობა ამოუტვიფრავთროგორც საგვარეულო ღერბი.
7.გაზაფხული კი შეშინებული ბავშვივით ყვირისდა განწარებით შემორბის სახლში.
ბაძაღუა თამაზ

ბაძაღუა თამაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი