↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბებერო ცაცხვო

ბაძაღუა თამაზ

2026-07-181 წთ საკითხავი2689 ნახვა

—
ბებერო ცაცხვოგაზაფხულზე მეც ვყვავილობ შენს ხმელ ტოტებთანმეც ქარებში ვდგავარ ღიმილითდა თავსხმა წვიმა აუხდენელ სიზმრებს მისველებს.მეც მაკითხავენ გაზაფხულზე შენი ფუტკრები,აშრიალებდეს შესაქმის ბნელ წიგნსრომ გადახსნილი ყვავილებიდანკრიალა შხამი ამოსწოვონდა ნელ-ნელა თაფლად აქციონ.ბებერო ცაცხვო,მეც დამფარა ყვითელმა ხავსმა,და ჩემი ქერქიც გაიჟღინთა სიკვდილის წყლებით.ბებერო ცაცხვო,გაზაფხულზე მეც ვყვავილობ შენსხმელ ტოტებთან,ხელაპყრობილი გაწითლებულ ვარსკვლავებს ვუმზერდა წყნარად,წყნარად მეც ვმაღლდებიდაკარგული სიხარულისკენ.
ბაძაღუა თამაზ

ბაძაღუა თამაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი