↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მე ჩამოვედი უკანასკნელ გაჩერებაზე

ბაძაღუა თამაზ

2026-07-181 წთ საკითხავი2699 ნახვა

—
მე ჩამოვედი უკანასკნელ გაჩერებაზე,სადაც ვერავინ ვერ მიპოვიდა,სადაც არავინ არ დამეძებდა.ავხედე ხეებს,თბილ სიმწვანეს რომ ისრუტავდნენდა იქ დავტოვე თვალები ჩემი.
ავადმყოფ წვიმის ცივ სირბილეშიგამოვიპარე ხელებიდან,თმები ვერცხლის ქარს შევატოვე.
მე მივდიოდიდაუნდობელი სიჯიუტით და სიმსუბუქით,როგორც შურისმაძიებელი.
იღვრებოდა წყალი მინდორში,ეცემოდა შუქი მდინარეს,რომლის სახელი აღარავის აღარ ახსოვდადა იმ მდინარის ნაპრალებშიტუჩები და სახე ჩავქოლე.სანამ მდინარე რამეს მეტყოდამე დავასწარი:გმადლობ, ჩემო მოთმინებავ, რომ მიღალატე!ვისი ხმა ისმის მინდვრის ბოლოდან!მგზავრო, შენ გეძებს ეს მინდორი, დაუსრულებლად
რომ იმეორებს ბალახებს და წითელ ყვავილებს,შენ გეძახის დასამშვიდებლად...უკანასკნელ გაჩერებაზეჩადიან მხოლოდ მთვრალები და მინდვრის მსურველნი.ხის ბოლოდან კი ცა იწყება.ხოლო ცის გულშიწმინდა გუმბათიჩემს ცოდვიან მიწას აშინებს!..
ბაძაღუა თამაზ

ბაძაღუა თამაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი