↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ჩვილივით სათნო და უდარდელი"

ბაძაღუა თამაზ

2001-08-121 წთ საკითხავი2703 ნახვა

—
ჩვილივით სათნო და უდარდელი,ჩვილივით სუსტი დღეს მერამდენედ,გამოაშუქებს ლანდი ნათელი,ლანდი, რომელიც ვეღარ განვდევნე.და უცნაური სურვილის შიშითანთია ბნელში ცხელი ფაფარი _ლანდი, რომელიც იზრდება ძილშიდა ხელებს მტკივან თვალზე მაფარებს.მე ჩვეულებრივ ვინატრებ წვიმას,მე ჩვეულებრივ დავხუჭავ თვალებს,როგორც წყვდიადში დაჭრილის გვრინიდა წითელ სისხლში მოსვრილი მთვარე.წაიღებს უცნობ სევდას და ფერებს,და გაშმაგებულ ვნებად ქცეული,უერთმანეთოდ ვიტირებთ მერე,ლანდი და ლანდის ცივი სხეული.
ბაძაღუა თამაზ

ბაძაღუა თამაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი